გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე გუდაურში მომხდარ ავიაკატასტროფაზე: ჩაგვაბარონ საზოგადოებას ანგარიში რა კეთდება ამისათვის, ეს არ ეხება იმ პათოლოგიურ ნაწილს, ადამიანების უბედურებიდან დივიდენდების ამოღება რომ უნდათ

30-07-2022

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გუდაურში მომხდარი კატასტროფის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ანალიტიკოსი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და წერს, რომ ჩაგვაბარონ, ვისაც ეს ეხება, საზოგადოებას ანგარიში, თუ რა კეთდება და რა გაკეთდება ამისათვის.

 

 “ჩემი უღრმესი სამძიმარი გუდაურში დაღუპულებს! მათ ვეღარ გააცოცხლებ, მაგრამ იქნებ ყველაფერი გავაკეთოთ რაც საჭიროა, რომ მსგავსი ტრაგედიები, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული, მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ. ჩაგვაბარონ, ვისაც ეს ეხება, საზოგადოებას ანგარიში, თუ რა კეთდება და რა გაკეთდება ამისათვის.


ამას ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისთვის ვწერ და ვამბობ.

ეს არ ეხება!


ჩვენი საზოგადოების პათოლოგიურ ნაწილს, ტრაგედიაზე, რომ ბინძურად ქილიკობენ და ქვეყნის და ადამიანების უბედურებიდან დივიდენდების ამოღება რომ უნდათ”- წერს ანჯაფარიძე.