გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა: ისევ გამოძვრნენ ქვეყნის მტრები, ისევე როგორც ადრე ჩასაფრებულ მდგომარეობაში მყოფნი; რვა ახალგაზრდა ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი ისევ არაფერია მათთვის

30-07-2022

„მართლა მაიმუნებისგან წარმოშობილნო, რა "Puma," რა ბიძინა ივანიშვილი, რა ოლიგარქი და პუტინი, აკვირდებით, შეპყრობილები რომ ხართ?“ -წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შესახებ.


მისივე თქმით ნუ გააკეთებთ ისე, ხალხმა გაგცეთ პასუხი ყველა თქვენს უმსგავსოებაზე, დროზე ჩაეხსენით იმ უმსგავსოებას და სიბოროტეს, რაშიც ანაზღაურებას იღებთ, ხომ ხედავთ, არ გამოგდით არაფერი, ნუ ჩაყვებით პოლიტიკურ სამარეში იმ ბნელ ძალებს, რომლებიც უკვე ბოლო საათებს ითვლის.


„სისხლი მეყინება მათ ფოტოებს რომ ვუყურებ, ჩემს ირგვლივ არ მეგულება ადამიანი, ვინც პირად ტრაგედიად არ მიიღო ეს უბედურება. კიდევ რამდენ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ ეს გმირი ადამიანები, როგორ წინ ჰქონდათ ყველაფერი. ნათელში ყოფილიყვნენ.


და აი, ისევ გამოძვრნენ ქვეყნის მტრები, ისევე როგორც ადრე ჩასაფრებულ მდგომარეობაში მყოფნი. რვა ახალგაზრდა ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი ისევ არაფერია მათთვის, ისევე როგორც არაფერი იყო მათთვის 13 ივნისის ტრაგედია, ისევე როგორც საკუთარი მეგობარის ლექსო ლაშქარავას სიკვდილი.


მართლა მაიმუნებისგან წარმოშობილნო, რა "Puma," რა ბიძინა ივანიშვილი, რა ოლიგარქი და პუტინი, აკვირდებით, შეპყრობილები რომ ხართ?

ნუ გააკეთებთ ისე, ხალხმა გაგცეთ პასუხი ყველა თქვენს უმსგავსოებაზე, დროზე ჩაეხსენით იმ უმსგავსოებას და სიბოროტეს, რაშიც ანაზღაურებას იღებთ, ხომ ხედავთ, არ გამოგდით არაფერი, ნუ ჩაყვებით პოლიტიკურ სამარეში იმ ბნელ ძალებს, რომლებიც უკვე ბოლო საათებს ითვლის“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.