30-07-2022
,,გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა,” - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი გუშინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
როგორც მეგრელიშვილი წერს, ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი საქართველო, გარდა "ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციური სპექტრის ნაწილისა.
,,გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ. საუბედუროდ ყველა მათგანი გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი საქართველო, მთელი საქართველო "ქართველი" "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური სპექტრის ნაწილის გარდა. ისინი ამ ტრაგედიაშიც პოლიტიკურ დამნაშავეს ეძებენ.
მოიწვიეს "ვაი ექსპერტები"რომლებიც ყოველგვარი შესაბამისი განათლების გარეშე ამტკიცებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას პუმა უნდა გამოეყენებინა. განვმარტავ, რომ პუმა სამაშველო ვერტმფრენი არ არის და მისი გამოყენება კონკრეტულ შემთხვევაში კანონდარღვევა იქნებოდა. დააკვირდით, წლებია მომხდარ ყოველ უბედურებაზე, დაღვრილ სისხლზე "ნაციონალურ მოძრაობას" "ახალი სუნთქვა ეხსნება" ხელისუფლებასთან პოლიტიკური გაბრძოლებისათვის. ბრძოლის ადგილია ქუჩა, ბრძოლის მეთოდია ჭირისუფალთან სახლში მისი ნების საწინააღმდეგოდ შევარდნა და პოლიტიკური განცხადებები. სახელსაც ვერ ვარქმევ, ფსკერის ფსკერია ეს ყველაფერი, მათი მხრიდან გლოვა თვალთმაქცობა და პოლიტიკური საჭიროებაა მხოლოდ”- წერს მეგრელიშვილი.