გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია გაბრიჭიძე: ყველას გვახსოვს, თუ როგორ გამოშიგნეს "პუმას" ვერტმფრენი, ბელადისთვის სასეირნოდ რომ გადაეკეთებინათ

30-07-2022

,,არ შეიძლება სიხარულით გამოაცხადო კოვიდის პირველი შემთხვევის დაფიქსირება. არ შეიძლება ოჯახში სადაც ტრაგედია მოხდა, ჭიშკარზე გადაძვრე და ჭირისუფალს დევნა დაუწყო. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა,” - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე.


როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ყველა ვხედავთ, თუ როგორ უკაწკაწებთ კბილები იმისათვის, რომ ოღონდ რაიმე უბედურება მოხდეს, რათა ეს ხელისუფლების, ხალხის წინააღმდეგ გამოიყენონ.


,,ძველი ბერძნები მონებს სპეციალურად ათრობდნენ და შემდეგ მთვრალ მონებს ბავშვებს აჩვენებდნენ, რათა მათ სცოდნოდათ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. დღეს ეს ე.წ. კრიტიკული მედია და ვითომ რადიკალური ოპოზიცია შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. რომ არ შეიძლება ხანძრის დროს პირდაპირ ეთერში წამოგცდეს ფრაზა - ჩააქრეს ამის დედაო. არ შეიძლება სიხარულით გამოაცხადო კოვიდის პირველი შემთხვევის დაფიქსირება. არ შეიძლება ოჯახში სადაც ტრაგედია მოხდა, ჭიშკარზე გადაძვრე და ჭირისუფალს დევნა დაუწყო. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, რასაც ალექსეი ტოლსტოი თავის რომანში "მეფე პეტრე პირველი" რუსებზე წერდა - როცა გერმანელი გლეხი ხედავს, რომ მისმა მეზობელმა კარგი სახლი ააშენა, იშრომებს და თავად უკეთესს ააშენებს. ჩვენი კი უჩივლეს, დაუმტვრევს და ბოლო-ბოლო დაუწვავს, ოღონდ ის უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

 

ბოღმა, ბოროტება, შური და რევანშის სურვილი და ამ ვნების დაკმაყოფილებისთვის ყველა საშუალების გამოყენება. ყველას გვახსოვს, თუ როგორ გამოშიგნეს "პუმას" ვერტმფრენი, ბელადისთვის სასეირნოდ რომ გადაეკეთებინათ. ყველამ ვნახეთ, თუ როგორ ვერ ჩაითრია სამაშველო ოპერაციის ცუდად ჩატარების წარმოჩენაში ერთ-ერთმა "ჟურნალისტმა" მოქმედი პროფესიონალი. ყველა ვხედავთ, თუ როგორ უკაწკაწებთ კბილები იმისათვის, რომ ოღონდ რაიმე უბედურება მოხდეს, რათა ეს ხელისუფლების, ხალხის წინააღმდეგ გამოიყენონ. მაპატიეთ ამ შეფასებისათვის, მაგრამ კარგია ასე რომ შიშვლდებიან. კარგია, რომ გვაჩვენებენ იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და ნამდვილად არ არის საჭირო, მათი დამუნათება. იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობენ, თუ შეძლებენ” - წერს გაბრიჭიძე.