30-07-2022
,,აღარ მინდოდა დღეს არაფერი დამეწერა, მაგრამ რასაც დღეს ე.წ. ოპოზიცია და ე.წ. ოპოტელევიხიები სჩადიან ეს ყოველგვარ ადამიანურობის ზღვარს სცდება! ამას უბრალოდ ჰქვია ერთი სახელი ნაძირალობა!” - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.
როგორც გვენეტაძე წერს, უამრავი წარმატებული ოპერაცია ჩაუტარებიათ იმავე ვერტმფრენით მფრინავებს.
,,აღარ მინდოდა დღეს არაფერი დამეწერა, მაგრამ რასაც დღეს ე.წ. ოპოზიცია და ე.წ. ოპოტელევიხიები სჩადიან ეს ყოველგვარ ადამიანურობის ზღვარს სცდება! ამას უბრალოდ ჰქვია ერთი სახელი ნაძირალობა! დიახ კლასიკური ტიპის ნაძირალობაა, როდესაც ამ უდიდეს ტრაგედიას იყენებ შენი ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის! მშვენივრად იცით რამდენი წარმატებული ოპერაცია ჩაუტარებიათ ამ ცხონებულ მფრინავებს იგივე ვერტმფრენით, რამდენი სასოწარკვეთილებაში მყოფნი გადაურჩენიათ, რამდენი ოჯახი გაუხარებიათ და ეს შარლატანები დღეს შეურაცხყოფენ დაღუპული გმირების ხსოვნას! ყველა პროფესიონალი ერთხმად აღიარებს, რომ ტექნიკურად გაუმართავ ვერტმფრენს აწ უკვე დაღუპული ეკიპაჟის წევრები მოქმედებაში არც ერთ შემთხვევაში არ მოიყვანდნენ, რომ ამ საფრენი აპარატით არაერთი წარმატებული ოპერაცია იქნა ჩატარებული! და რომ ასეთი ტრაგედია ყველა ქვეყანაში ხდება! და შეიძლება მომავალში მოხდეს!
ყველაზე საოცრება ისაა, რომ ეს ზნეობიდან საერთოდ უპირობოდ გასულები ამ ტრაგედიაში ადანაშაულებენ ბიძინა ივანიშვილს და ამბობენ მას ორი ვერტმფრენი ჰყავსო! კი მაგრამ თუ იცით ბიუჯეტის ფულით იყიდა ცნობილმა მეცენატმა ეს საფრენი მანქანები? დარწმუნებული ვარ მეც და თქვენც, რომ არა! ამდენად იმ კაცს მისი ჯიბის ფულით უნდა ვერტმფრენს იყიდის, უნდა თვითმფრინავს და უნდა რაკეტას, ვისი რა საქმეა?! კი მაგრამ რატომ ავალდებულებთ ამ კაცს გააკეთოს ყველაფერი? კი მაგრამ აი ის პოლიტიკოსები, ნაცჟურნალისტები და არასამთავრობოები, რომლებიც დილეტანტურად აკრიტიკებთ უდიდეს მამულიშვილს თუ გახსოვთ თქვენი მაღალი ხელფასებიდან გამომდინარე ოდესმე სახელმწიფოს კი არა, რომელიმე ერთ გაჭირვებულს ბავშვს თუ დახმარებიხართ და გიყიდიათ მისთვის ერთი კილო კონფეტი, შოკოლადი ან კიდევ რეზინის პატარა ბურთი? ან კიდევ რომელიმე ერთი ეკლესიის აღსადგენად, სკოლის შესაღებად ან კიდევ საბავშვო ბაღის ასაგებად... თუ გაგიღიათ ერთი თეთრიც კი?! ნუთუ ოდნავადაც არ შეგრჩათ რაღაც ადამიანურობის ნაგლეჯიც მაინც! საზოგადოება მკაფიოდ ხედავს უკვე მერამდენედ ლამობთ ქვეყნის და ადამიანების ტრაგედიით თქვენი უბინძურესი ზრახვების ასრულებას! შეგახსენებთ: ხორავას ქუჩაზე ბავშვების ჩხუბი, საცოდავი ჭაბუკი ფეხბურთელის მკვლელობა, ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობა, ტვ 1-ის ოპერატორის ლაშქარავას გარდაცვალება... . არ კმარა კატილინებო, არა! უფალმა გაანათლოს 29 ივლისს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად შეწირულ გმირი ვაჟკაცების და ქალბატონის სულები!”- წერს გვენეტაძე.