გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანდრია გვიდიანი: არსებობენ რადიკალი ოპოზიციონერები, რომლებმაც საზოგადოებრივი გლოვა პოლიტიკურ დივიდენდებში დაახურდავეს, შეძლეს ამ ტრაგედიისთვის პოლიტიკური სარჩული ეპოვნათ

30-07-2022

“არის საზღვრები, რომლის გადალახვაც უბრალოდ არ შეიძლება. არის მორალი, ზნეობა, ეთიკა, ადამიანობა. პოლიტიკის გამო, ყველაფრის გადახაზვა არ შეიძლება”- წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

 

“მთელი საქართველო გლოვობს უმძიმეს ტრაგედიას. საზოგადოება შეძრა მომხდარმა და ალბათ არ უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც მომხდარ კატასტროფაზე გლოვის გარდა სხვა რამეს გაგაკეთებინებს. მაგრამ, არა - ეგრეც არ არის. ჩვენ საზოგადოებაში არსებობენ რადიკალი ოპოზიციონერები - ამაზრზენი ხალხი, რომლებმაც საზოგადოებრივი გლოვა პოლიტიკურ დივიდენდებში დაახურდავეს, რომლებმაც შეძლეს, ამ ტრაგედიისთვის პოლიტიკური სარჩული ეპოვნათ. წარმოიდგინეთ, ცხედრები ჯერ არ გაციებულა და ეს ხალხი თავიანთი უბინძურესი პოლიტიკური მიზნებისთვის გვამებით ვაჭრობენ.

 

ხალხო, არის დაუწერელი წესები, რაც უბრალოდ არ უნდა გეშლებოდეს. არის საზღვრები, რომლის გადალახვაც უბრალოდ არ შეიძლება. არის მორალი, ზნეობა, ეთიკა, ადამიანობა. პოლიტიკის გამო, ყველაფრის გადახაზვა არ შეიძლება. სად გაიზარდეთ, ან როგორ გაიზარდეთ, ასე რამ გაგაბოროტათ?!”- Facebook-ზე.