გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე: შემოგდებული ვერსია, თითქოს სააკაშვილი პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლას აპირებს, ემსახურება ერთდაერთ მიზანს - როგორმე ამ ქვეყნიდან გააღწიოსდ ვერ გახდება მიშა სხვანაირი და არც მისცემენ ამის საშუალებას

30-07-2022

“სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა დაიწყეს ვირეშმაკული მანევრების მორიგი სერია, რათა როგორმე მიშა გაათავისუფლონ და საქართველოდან გაიყვანონ”- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


“სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა (ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა) დაიწყეს ვირეშმაკული მანევრების მორიგი სერია, რათა როგორმე მიშა გაათავისუფლონ და საქართველოდან გაიყვანონ.


ამ მანევრებში ჯდება სააკაშვილის ყასიდი პროტესტი ნაცტელეარხის ჟურნალისტისადმი, გია კობახიძეს რომ სახლში მიუვარდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ ეს შემოგდებული ვერსია, რომ თითქოს სააკაშვილი პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლას აპირებს და ის მიშა აღარ არის და ა.შ. ემსახურება, როგორც აღვნიშნე ერთდაერთ მიზანს -როგორმე ამ ქვეყნიდან გააღწიოს. მერე იქ ფრთებს დაიბერტყავს, მოსულიერდება და იგივეს დაუბრუნდება. ვერ გახდება მიშა სხვანაირი და არც მისცემენ ამის საშუალებას”- წერს ანჯაფარიძე.