ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია

1-08-2022

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის პროცესში ჩართულია 40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობა.

 

მიმდინარე წლის 1 მაისიდან 31 ივლისის  ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 16.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5.4 ათასი ტონით (24%), ხოლო ღირებულება - 1.3 მლნ აშშ დოლარით (6%) შემცირდა.

 

კლება განაპირობა, უამინდობის გამო, მოსავლის აღების პროცესის ორი კვირის დაგვიანებით დაწყებამ.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის და ვაშლატამას რეალიზატორების  დაკავშირების მიმართულებებით.

 

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.