გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა ოქრიაშვილი: იმისთვის, რომ ყოველწლიურად ხელფასები და პენსიები გაზარდო, იყიდო ახალი ან გაარემონტო ძველი ვერტმფრენები, ეკონომიკაც უნდა იზრდებოდეს 10-15%-ით

1-08-2022

იმისთვის, რომ ყოველწლიურად ხელფასები და პენსიები გაზარდო, იყიდო ახალი ან გაარემონტო ძველი ვერტმფრენები, ეკონომიკაც უნდა იზრდებოდეს 10-15%-ით  - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლებას"  ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.


„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოვარდა. პრაქტიკულად, გაგვინახევრდა ვერტმფრენების პარკი. აქაც ჩანს, რომ ქვეყანაში მართვა არ არსებობს. კორუფციამ, ნეპოტიზმმა, ტოტალურმა უცოდინრობამ, დამღუპველმა საკადრო პოლიტიკამ გამოშიგნა ჩვენი ქვეყანა.ავია-კატასტროფებიც ამ მოვლენების შედეგია და იგივე ხდება ყველა სფეროში.„ოცნება“ ღუპავს ქვეყანას. ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება და არ უნდა გაგრძელდეს!
რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ყოველწლიურ 10 %-იან ზრდასთან დაკავშირებით: იმისთვის, რომ ყოველწლიურად ხელფასები, პენსიები გაზარდო, იყიდო ახალი ან გაარემონტო ძველი ვერტმფრენები, ეკონომიკაც უნდა იზრდებოდეს ყოვეწლიურად 10-15%-ით.  ივანიშვილის მმართველობის ათ წელიწადში კი, ეკონომიკა ყოველწლიურად, საშუალოდ 1,1 %-ით იზრდებოდა და ჯამში, 14 %-ით გაიზარდა. 
მაშ, რას აპირებს „ოცნება“, რის ხარჯზე ზრდის ხელფასებს?! დაბეჭდავს ლარს, დაარიგებს და ლარის კურსიც 2026 წელს მინიმუმ 1,5-ჯერ დაეცემა. რაც მეტ ეროვნულ ვალუტას დაბეჭდავენ, მით მეტად დაეცემა ლარის კურსი, ასე რომ საჯარო მოხელეებს ლარში ხელფასი გაეზრდებათ დაინფლაციის გათვალისწინებით, დოლარში შეუმცირდებათ. ეს ხომ მორიგი აფერისტობაა?!


გამოსავალია ახალი, პროგრესული, სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული მთავრობის მოსვლა. ახალმამთავრობამ პრაქტიკულად ნულიდან უნდა ააშენოს ექსპორტ-ორიენტირებული ეკონომიკა და ის, როგორც ჩვენი ერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესი, უნდა აქციოს საერთო ეროვნულად ამოცანად. ეს არის მომავლის გზა, რომლისკენ სვლაც უნდა განახორციელონ მომავლის ლიდერებმა" - აცხადებს ოქრიაშვილი.