გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები კახეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების უფროსებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ

1-08-2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის კახეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე, რომელსაც, ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის უმრავლესობის წევრები, თავით მათიკაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გელა სამხარაული, ნინო იობაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, პარტიის ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს, ასევე საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.

 

რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.