გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

პეტრას ციხეზე არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო

2-08-2022

პეტრას ციხეზე არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო (ექსპედიციის ხელმძღვანელი არქეოლოგი გიორგი თავამაიშვილი). მიმდინარე წელს საველე კვლევა-ძიება გაგრძელდება სამნავიანი ბაზილიკის სივრცეში, ნავების აღმოსავლეთი მონაკვეთის გაწმენდის და ადრეულ ნაგებობასთან კავშირის საბოლოოდ დადგენის მიზნით.


დასრულდება 2021 წელს დაწყებული სამუშაოები სამნავიანი ბაზილიკის საკურთხევლის გარეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთით.


გასულ წელს სამუშაოები განხორციელდა სამეურნეო ნაგებობის ჩრდილოეთი კედლის და მიმდებარე ტერიტორიაზე. ამჯერად სამუშაოები გაგრძელდება უშუალოდ სამეურნეო ნაგებობის შიგნით და სამხრეთის კედლის გარეთ ციხის გალავნის კედლამდე.