გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დათო მაღრაძე: დღეს მოქალაქეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოს ბედი საქართველოში წყდება

2-08-2022

დღეს საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოს ბედი საქართველოში წყდება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, არამარტო ჩემთვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პოეტმა დათო მაღრაძემ განაცხადა.


„ყველაზე მნიშვნელოვანი ის ამბავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს მოსახლეობამ, ქართულმა სახელმწიფომ 30 წლის თავზე მოახდინა სუვერენიტეტის დემონსტრირება. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ლენთ ღუნიას ნათქვამი: „ჩვენი ბედი ჩვენადვე გვეყუდნეს“ აი, გამოიკვეთა. დღეს საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოს ბედი საქართველოში წყდება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, არამარტო ჩემთვის, რადგან ომში უნდა ჩაებას საქართველო თუ მშვიდობა შეინარჩუნოს, აწონ დაწონოს, სასწორის ერთ პინაზე რა დევს, მეორეზე - რა, რას უქადის ერთი და რას - მეორე და ამ არჩევანში რაც არ უნდა რთული იყოს, თავისი პრინციპი დაიცვას. ეს იყო ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის დემონსტრირება. მინდა მივულოცო ხელისუფლებას, თითოეულ მოქალაქეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სუვერენულ სახელმწიფოში“, - განაცხადა მაღრაძემ.