გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

2-08-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი", მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ყაზახეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 524,94 გრამი) გამოვლინდა.


არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 154,61 ლარი შეადგინა.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 42 154,61 ლარის ოდენობით შეეფარდათ.