გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვატო შაქარიშვილი: ამერიკის ადმინისტრაცია ანგრევს შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას; სწორედ ამიტომ ქმნის ადგილობრივი მედია წინააღმდეგობრივ ბარიერებს, რათა დანაშაულებრივი სქემა არ გახდეს ცნობილი შვეიცარიელი ხალხისთვის

2-08-2022

,,აღარავის ეპარება ეჭვი, რომ კოორდინირებულ პროცესთან გვაქვს საქმე. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ანგრევს შვეიცარიული საბანკო სისტემის საუკუნოვან რეპუტაციას,” - ასე ეხმიანება ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი ზაზა შათირიშვილის მოსაზრებას.


როგორც შაქარიშვილი წერს, ჩვენს თვალწინ არის სრული პაზლი, რომლის მეშვეობითაც ივანიშვილის დაშანტაჟებას ცდილობდნენ.


,,აღარავის ეპარება ეჭვი, რომ კოორდინირებულ პროცესთან გვაქვს საქმე. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ანგრევს შვეიცარიული საბანკო სისტემის საუკუნოვან რეპუტაციას. სწორედ ამიტომ ქმნის ადგილობრივი მედია წინააღმდეგობრივ ბარიერებს, რათა აღნიშნული დანაშაულებრივი სქემა არ გახდეს ცნობილი შვეიცარიელი ხალხისთვის. საქართველოს კონტექსტში კი, დიდი ხანია ცხადია, რომ ეს ისტორია ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის პროექტის ნაწილია. ჩვენს თვალწინ არი სრული პაზლი, რომლის ფრაგმენტებიც იყო - ივანიშვილის შანტაჟი ბანკის მხრიდან; ევროპარლამენტის ისტორიულად სამარცხვინო რეზოლუცია; უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტის შესახებ; ევროჩინოვნიკების და სხვა უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები; კანდიდატის სტატუსის უსამართლოდ არმონიჭება; ტექნიკური მთავრობის მოთხოვნის მხარდაჭერა; დეივანიშვილიზაციის კამპანია; ამერიკის ელჩის შეხვედრა ივანიშვილთან და ზოგადად მისი ბოლოდროინდელი ქმედებები; საქართველოში სხვა ქვეყნების აგენტურის მავნებლური საქმიანობა და ხმამაღალი განცხადებები ომის შესახებ.... საბედნიეროდ, ხელისუფლების სწორი პოლიტიკით და ქართველი ხალხის გონიერებით, მშვიდობისთვის ბრძოლის ერთი დიდი ეტაპი მოგებულია, მაგრამ პროექტი ძალაშია!” - წერს შაქარიშვილი.