გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ხათუნა ხოფერია: დღეს მხოლოდ სიმართლით შევძლებთ ჩვენი მშვიდობიანი სამშობლოს გადარჩენას! საქართველო უპირველეს ყოვლისა!

3-08-2022

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება. როგორც ხოფერია აღნიშნავს, სრულად იზიარებს შათირიშვილის მოსაზრებას შვეიცარიის საბანკო სისტემის დანგრეულ რეპუტაციაზე, ამერიკულ დემოკრატიაზე, მედიის თავისუფლების შვეიცარიულ "გაგებაზე", ბიძინა ივანიშვილის წერილზე და ამ ყველაფრის უკან დამალულ მთავარ მიზანზე- საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე!

 

"ზაზა შათირიშვილის ძალზედ საინტერესო წერილი შვეიცარიის საბანკო სისტემის დანგრეულ რეპუტაციაზე, ამერიკულ დემოკრატიაზე, მედიის თავისუფლების შვეიცარიულ "გაგებაზე", ბიძინა ივანიშვილის წერილზე და ამ ყველაფრის უკან დამალულ მთავარ მიზანზე- საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე! მე ყოველ სიტყვაში ვეთანხმები ბატონ ზაზას! წაიკითხეთ და თავად განსაჯეთ! რამდენიმე ამონარიდი წერილიდან: "აღმოჩნდა, რომ შვეიცარია, რომელიც ერთ დროს დემოკრატიის აკვნად სრულიად სამართლიანად იწოდებოდა, მედიის თავისუფლების მინიმალურ სტანდარტსაც კი ვეღარ აკმაყოფილებს. გამაოგნებელია, როგორ ტოტალურად კონტროლდება შვეიცარიული მედია, სადაც თუ „ვიღაცამ“ მოინდომა, მისთვის უსიამოვნო ერთი სტატიაც ვერ გამოქვეყნდება." "ამერიკულ პოლიტიკურ ლექსიკონში თავისუფალი მედია ეწოდება მედიას, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები აკონტროლებენ. სწორედ ამ სტანდარტით მოიხსენიებენ ისინი საქართველოში თავისუფალ მედიად მხოლოდ „მთავარს“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“, რომლებიც, სინამდვილეში, სრულად არიან დაცლილი თავისუფლების იდეისგან და სიცრუისა და სიძულვილის შავბნელი პროპაგანდის ინსტრუმენტებად გამოიყენებიან" ".შვეიცარიის მოსახლეობამ არაფერი იცის დანაშაულებრივ სქემაში „კრედიტ სუისის“ მონაწილეობის შესახებ და რომ იცოდნენ, აუცილებლად ექნებოდათ პროტესტის განცდა, რადგან აშკარაა, რომ ამ სქემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შვეიცარიული საბანკო სისტემისთვის უმძიმესი ზიანის მიყენებაა, რაც მოსახლეობის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება." "„დემოკრატიის“ ამერიკული მოდელი, რომელიც ევროპისთვის მოიგონეს, მარტივ ფორმულას ეფუძნება – ატყუებ ხალხს და აკონტროლებ მთავრობას. ეს მოდელი „ნაცმოძრაობის“ ეპოქის საქართველოს მაგალითზე ყველას ძალიან კარგად გვახსოვს." "ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულმა წერილმა ყველაფერს ნათელი მოფინა. კერძოდ, დადასტურდა, რომ შვეიცარიული ბანკის ყველა ქმედება პირდაპირ კავშირშია საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესთან და ეს ქმედებები თავიდან ბოლომდე ამერიკიდან არის კოორდინირებული." მადლობა ბატონ ზაზას ამ სიმართლის თქმისთვის! დღეს მხოლოდ სიმართლით შევძლებთ ჩვენი მშვიდობიანი სამშობლოს გადარჩენას! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“- წერს ხათუნა ხოფერია.