3-08-2022
მიმდინარე წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 7.0 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.2 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: წინა თვესთან შედარებით ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.7 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები მომატებულია 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.6 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (2.1 პროცენტი) და მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (1.3 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-21.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-9.4 პროცენტი), თევზეული (-1.6 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (2.0 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (29.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.9 პროცენტი), თევზეული (14.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.7 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.6 პროცენტით, რაც 2.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.7 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.6 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.3 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 5 www.geostat.ge info@geostat.ge 03.08.2022 ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (27.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.55 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (7.4 პროცენტი).