ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
გურიაში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა

3-08-2022

გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ჩაის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ( GIZ ) ორგანიზებით  და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით  ჩატარდა.  


ქართული ჩაის ფესტივალი გურიაში პროექტ ჩაის გზის ფარგლებში გაიმართა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან:   საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია, მუსიკოსთა პარკი.  


ფესტივალის მონაწილეებს საშუალება გქონდათ დაეგემოვნებინათ  თაფლი, ჩირი, ღვინო და სხვა პროდუქტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მასტერკლასები, ფოტოგამოფენა და შეჯიბრი მეწარმეებს შორის. გამოვლინდა საუკეთესო ჩაის მფლობელი, რომელსაც სიგელი და პრიზი გადაეცა.