გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

4-08-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომელიც ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის  დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.

 

კონკურსის წარდგენის ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უძღვებოდა და მასში მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, სახელმწიფოენისდეპარტამენტისთავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

კონკურსი, საქართველოს სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მხარდაჭერასთან ერთად, ახალი ცოდნისა და რესურსების შექმნასაც ითვალისწინებს, რაც მყარ საფუძველს შექმნის სახელმწიფო ენის დაცვის, მისი განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.

 

სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი, რომელიც სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება, ეროვნული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, რადგან, ქართული ენის მკვლევრებთან ერთად, მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებულ აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ.

 

კონკურსი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, სამეცნიერო პროექტები შემდეგი მიმართულებით წარმოადგინონ: ქართული ენა, ქართველური ენები, აფხაზური ენა, საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნება და ენობრივი ტექნოლოგიები.

კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო ენის სტანდარტიზაციასთან ერთად, ქართველური ენობრივი მრავალფეროვნებისა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენების დოკუმენტირების, ქართული და აფხაზური ენების სწავლების მეთოდოლოგიური რესურსებისა და დისტანციური სწავლების  საშუალებების შექმნას დაეთმობა. ამასთან, სამეცნიერო პროექტები უნდა ითვალისწინებდეს ენობრივი ტექნოლოგიების განვითარების, ინტერნეტ სივრცეში სახელმწიფო ენის  ფუნქციონირების  დაცვისა და ქართული და აფხაზური ენების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

 

სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 240 000 ლარს შეადგენს, სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შექმნილ 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებთან.

 

სახელმწიფო ენის სტრატეგიის ძირითადი მიზანია სახელმწიფო ენის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამ მიზნის განსახორციელებლად კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა განისაზღვრა: ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა; ქართული სალიტერატურო ენის ნორმების რეგულარული განახლება და დანერგვა; ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების ხელშეწყობა ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე; ქართველური ენებისა და აფხაზურის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა; საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ენების სწავლებისა და კვლევის მხარდაჭერა.