გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოკუპირებულ გალის რაიონში სირიიდან აფხაზ რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება

12-06-2018

ოკუპირებულ გალის რაიონში სირიიდან აფხაზ რეპატრიანტთა ჩასახლება იგეგმება, – ამის შესახებ აფხაზურ მედიას აფხაზეთის ე.წ. რეპატრიანტთა საქმეების მინისტრმა ბესლან დბარმა განუცხადა. 

ბესლან დბარი გალის რაიონში იმყოფებოდა, სადაც გალის რაიონის ე.წ. გამგებელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გალის რაიონში რეპატრიანტთა ჩასახლებას. საქმე ეხებოდა არამხოლოდ სირიას, არამედ იარდანიაში მცხოვრებ აფხაზებსაც.

როგორც ბესლან დბარმა აფხაზურ მედიას განუცხადა, „გალიც აფხაზეთის ნაწილია და არ შეიძლება მისი უყურადღებოდ დატოვება. ადამიანური რესურსი აქაც საჭიროა“, – აცხადებს დბარი.

შეხვედრაზე რეპატრიანტთა გალში ჩასახლების კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა.

სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 29 მაისს აღიარა.

მომხდარი ფაქტი შეაფასეს ნატოში. ნატოს სპიკერის თქმით, სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების აზრს ვერ შეცვლის. ევროკავშირმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა.

ოკუპირებელ აფხაზეთსა და დეფაქტო ცხინვალის მთავრობას ამჟამად აღიარებს რუსეთი, ვენესუელა,  ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.

imedinews.ge