გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მე-12 ბატალიონის “ბრავო” ასეულმა სიტუაციური სწავლება ჩაატარა

5-08-2022

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ბრავო” ასეულმა სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა.


წვრთნა ორი კვირის განმავლობაში ვაზიანში მიმდინარეობდა და ასეულის დონეზე ამოცანაზე ორიენტირებულ მომზადებას ისახავდა მიზნად.


სწავლების განმავლობაში “ბრავო” ასეულმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, ასეულმა დასახლებულ პუნქტში შეტევითი ოპერაცია და დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე, შენობაში განლაგებული მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით რეიდი განახორციელა.


სწავლებაში ჩართული იყო სნაიპერთა ჯგუფი, რომელსაც ოპერაციის რაიონის იზოლირება დაევალა. წვრთნებში გამოყენებული იყო საცეცხლე მხარდაჭერის, გამრღვევი და მოიერიშე ელემენტები, ასევე დრონი, სსსტც “დელტას” წარმოების ხელყუმბარები და სხვა შეიარაღება.