გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

"კავკასიის ლამაზმანი" - ჟურნალი "Biograph" საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

5-08-2022

ჟურნალი "Biograph"-ში ცნობილი ბულგარელი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის მარტინა განჩევას სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „კავკასიის ლამაზმანი".


მარტინა განჩევა მკითხველს საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებს.


სტატიაში იგი საუბრობს ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, ქვეყნის უნიკალურ ისტორიაზე, ტრადიციებზე, განსხვავებულ ფოლკლორსა და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე.


 ჟურნალ "Biograph"-ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი საქართველოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და  ბულგარეთში საქართველოს  საელჩოს ორგანიზებით, ივნისის თვეში ეწვია.


ტურის ფარგლებში ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებისთვის კულინარიული მასტერკლასი გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული კერძების მომზადებაში.