გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ნინო თანდილაშვილი საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლის მოადგილეს, თამარ საბედაშვილს შეხვდა

5-08-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლის მოადგილეს, თამარ საბედაშვილს შეხვდა.


შეხვედრაზე პროგრამის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში” (WEESC) დეტალები და სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


„პროგრამის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოების დაფინანსებით მიმდინარეობს, შემუშავდა დამატებით საპილოტე პროგრამა ქალებისათვის. აღნიშნული საპილოტე პროგრამა გულისხმობს თანადაფინანსებას სასათბურე მეურნეობის მოწყობის მიზნით. პროგრამა მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება; თანადაფინანსებას კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო გასცემს.


როგორც შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, პროგრამა მიზნად ისახავს საპილოტე მუნიციპალიტეტებში ეკონომიკურად არააქტიური ქალების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირებას.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო  გენდერული მეინსტრიმინგის საკითხს და სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხრიდან მხარდაჭერას.


შეხვედრას პროგრამის „ქალთა ეკონომიური გაძლიერება“ (WEE) ანალიტიკოსი ნანი ბენდელიანი და პროგრამის სპეციალისტი დიონ ბატერსბი ესწრებოდნენ.