გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მარნეულის მერი დააკავეს

13-06-2018

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "პრაიმტაიმს"  პროკურატურაში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. 

როგორც "პრაიმტაიმს" პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, სტუდია „მონიტორმა“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც მარნეულის მკვიდრი, რომელიც პარლამენტთან, აქციაზე, ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 

primetime.ge