გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

შესაძლოა რუსთავში ქარხანა ააშენონ

28-11-2017

ელექტრო ავტობუსების წარმოებისთვის თბილისის მიმდებარედ 4 ლოკაციაა შერჩეული. 

„ქარხნის ასაშენებლად 4 ლოკაციაა შერჩეული, აქედან ორი თბილისის, ორი კი რუსთავის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ამ კვლევების შედეგების შედეგად შეირჩევა საწარმოსთვის ოთხიდან ერთი ლოკაცია. დაახლოებით წელიწად-ნახევარში კი პირველი სამრეწველო პროდუქცია გვექნება“, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორიმურმან პატარაია ავრცელებს.

მისივე თქმით, საქართველოში წარმოებული ელექტრო ავტობუსები ევროკავშირში გავა, რასაც გერმანული კომპანია EURABUS უზრუნველყოფს.

პატარაიას ცნობით, საწარმოში, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება, თვეში 200-300 ავტობუსის წარმოება იქნება შესაძლებელი.



წყარო:inforustavi