გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სტიქია ონის მუნიციპალიტეტი დააზარალა

7-08-2022

ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ გლოლაში მდინარეები - ბოყოსწყალი, ილინე და ბუბაურა ადიდდა.


ბოყოსწყალმა დააზიანა სოფლის გაღმა უბანში  წყალსადენი სისტემა, აგრეთვე საცხოვრებელი სახლი და მისი საკარმიდამო-ნაკვეთი.


მდინარე ილინემ გაანადგურა გორიბოლოს არსებული წყლის სისტემა და საფრთხე შეუქმნა საგლოლოზე არსებულ საავტომობილო ხიდს.


დილიდან, სტიქიის ზონაში ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - პაპუნა მარგველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ქრისტინე კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - გიორგი ნოდარიშვილი და მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი.


შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისია და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

უახლოეს დღეებში დაიწყება წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.