გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აჭარაში შესაძლოა რამდენიმე ახალი სამინისტრო შეიქმნას

13-06-2018

აჭარაში შესაძლოა რამდენიმე ახალი სამინისტრო შეიქმნას - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს. პარტიის წევრებმა მთავრობის სახლთან აქცია პერფომანსი გამართეს. ოპოზიცია დამატებითი სამინისტროს შექმნას, დამატებით ხარჯებს და ბიუროკრატიას უკავშირებს.

"ჩვენი ინფორმაციით იქმნება ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, ასევე საუბარია ეკომიგრანტების მიმართულებით კიდევ ერთი დამატებით სამინისტროს შექმნაზე. ეს არის ფაროსნების შემოსევა "ქართული ოცნების" მხრიდან სახელწიფო ბიუჯეტზე,"- განაცხადა რეზო ხარაზმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მთავრობის სახლთან ყავა და ბორჯომი დატოვეს.

ახალი სამინისტროს შექმნის უფლებას აჭარის მთავრობას კონსტიტუციის ახალი რედაქცია აძლევს. მთავრობას სამინისტროს შექმნის საკითხის შეთანხმება არა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, არამედ ინიციატივით, უმაღლეს საბჭოსთან მოუწევს.

imedinews.ge