გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზურაბ ქადაგიძე: ორი მტერი ჰყავს საქართველოს - რუსეთი თავისი საოკუპაციო რეჟიმით და ნაცმოძრაობა თავისი წარსული და ახლანდელი მავნებლობებით

8-08-2022

„საკუთარი ქვეყნის ომში დანაშაულებების აღიარება ევროსაბჭოს რეზოლუციით და გამარჯვებად შემოსაღება, ქართული ნარატივი იყო თქვე მოღალატეებო?“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერის განცხადებას და 8 აგვისტოს თარიღთან დაკავშირებით დაწყებულ სპეკულაციებს.

 

„ორი მტერი ჰყავს საქართველოს-რუსეთი თავისი საოკუპაციო რეჟიმით და ნაციონალური მოძრაობა თავისი წარსული და ახლანდელი მავნებლობებით... სხვა ომ ვერაფერი მოიგონეს ახლა რიცხვებით "ჟონგლიორობა" დაიწყეს. 8 რიცხვში ომის წლისთავის აღნიშვნა რუსული ნარატივიაო... საკუთარი ქვეყნის, ომში დანაშაულებების აღიარება ევროსაბჭოს რეზოლუციით და გამარჯვებად შემოსაღება ქართული ნარატივი იყო თქვე მოღალატეებო?


რუსეთი 8,9,10-შიც, 100 წლის წინაც და ახლაც იყო და არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი, დამპყრობელი და ამნექსირებელი ეგ ყველამ ვიცით... "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", აი თქვენ კი ხართ თანამედროვე ორჯონიკიძეები, რომლებიც მთელი თქვენი მოღვაწეობის მანძილზე აკეთებდით და აკეთებთ რუსულ საქმეს...

 

მჯერა, რომ გონივრული პოლიტიკით საქართველო მოახერხებს სრულ დეოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას... დიდება საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს! დიდება საქართველოს!“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.