გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ედიშერ გვენეტაძე: ეს მანქურთები კიდევ ერთ ღალატს სჩადიან, უპრავებენ რუსებს მათ ნამოქმედარს - ევროსაბჭოს #1633 რეზოლუციას, რომელშიც წერია, რომ საქართველომ 7 აგვისტოს დაიწყო ომი და რომელზეც დასტური დადო ნაცმოძრაობამ თავისი ხელმოწერით

8-08-2022

ისტორია ვერ და არ ემორჩილება სააკაშვილის და მისი ხროვის ნარატივებს! ისტორია აფასებს შედეგების მიხედვით! იმ შედეგების, რომელიც დადგა სააკაშვილის და მისი სამშობლოთმოძულეების მმართველობის შედეგად და არის კატასტროფული! ახლა სურთ ნეოლიბერასტების მიერ აქ მოვლენილი ლიბერასტებს, რომელთაც ძირძველი ქართული მიწები ხონჩით მიართვეს მტერს, რაღაც თარიღებით მანიპულირება, ომი დაიწყო 7 თუ 8 აგვისტოს?! - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.


მისი თქმით, ეს მოღალატეები ნაცვლად იმისა რომ არ ჩნდებოდნენ, პირს იხოკავდნენ და მოსთქვამდნენ, ღობე-ყორებში დაწანწალებენ და თავის გასასამართლებელ ათასგვარ სისულელეებს ბლუყუნებენ.


„ისტორია არავის და არაფერს არ ივიწყებს! ისტორიას ვერავინ ვერ მოატყუებს! ისტორია არა სცბის! ისტორია ვერ და არ ემორჩილება სააკაშვილის და მისი ხროვის ნარატივებს! ისტორია აფასებს შედეგების მიხედვით! იმ შედეგების, რომელიც დადგა სააკაშვილის და მისი სამშობლოთმოძულეების მმართველობის შედეგად და არის კატასტროფული! ახლა სურთ ნეოლიბერასტების მიერ აქ მოვლენილი ლიბერასტებს, რომელთაც ძირძველი ქართული მიწები ხონჩით მიართვეს მტერს, რაღაც თარიღებით მანიპულირება, ომი დაიწყო 7 თუ 8 აგვისტოს?! ამით ეს მანქურთები კიდევ ერთი ღალატს სჩადიან და უპრავებენ რუსებს მათ ნამოქმედარს ანუ ევროსაბჭოს #1633 რეზოლუციას , რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველომ 7 აგვისტოს დაიწყო ომი და რომელზედაც დასტური დადო ნაცმოძრაობამ თავისი ხელმოწერით! და ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ პროვოკაციულ ომში დაღუპულ "მოძმეთ სისხლი ცაში ღმერთს ცაში შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს"! ამიტომაც, ეს მოღალატეები, ნაცვლად იმისა, რომ მიწაში ძვრებოდნენ, არ ჩნდებოდნენ, პირს იხოკავდნენ და მოსთქვამდნენ, ღობე-ყორებში დაწანწალებენ და თავის გასასამართლებელ ათასგვარ სისულელეებს ბლუკუნებენ! ამ ღვთის, ერისა და მამულის მოღალატეებმა არ იციან, რომ ისტორიის მიერ არავინ და არაფერი არ იქნება დავიწყებულ-შეწყნარებული! და რომ ისტორია ყველას ყოველთვის დამსახურებისამებრ მიუზღავს და მოღალატეებს, მოღალატის სამარცხვინო ბოძზე გააკრავს! თუმცაღა, ამჟამადაც გაკრული არიან ეს ბედშავნი და მაინც ვერარას ხვდებიან!“ - წერს გვენეტაძე facebook - ზე.