გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ცვლილება შედის

8-08-2022

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი ემატება.


კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეს მიზნებია - სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება, პლასტიკის ნარჩენების მართვა, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა, ინერტული, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების მართვის გაუმჯობესება.


„მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შედის საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში და მტკიცდება ახალი 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს და განხორციელების ანგარიშს საქართველოს მთავრობას სამ წელიწადში ერთხელ წარუდგენს.


აღნიშნული ცვლილებით, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ემატება ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი: სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება, პლასტიკის ნარჩენების მართვა, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა, ინერტული, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების მართვის გაუმჯობესება; შესაბამისად, ახალი რეალობების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ახალი ამოცანები.


ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის მიზანია ეროვნულ დონეზე ნარჩენების მართვის პოლიტიკისა და მიზნების 15-წლიანი პერიოდისთვის განსაზღვრა და საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება – ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებთან ეტაპობრივი დაახლოების გზით.


ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა მომზადებული იქნა ნარჩენების მართვის კოდექსისა და სტრატეგიის შესაბამისად და მასში გაწერილია ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები როგორიცაა: კანონმდებლობის სრულყოფა და მისი სრული ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციებთან; მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისის სრული მიწოდება ყველა დასახლებული პუნქტისათვის; მუნიციპალური საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვა; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელების და გადამტვირთი სადგურების მოწყობა და ძველი ნაგავსაყრელების დახურვა; სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა; სახიფათო ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება; პლასტიკის ნარჩენების პრევენციისა და დამუშავების ღონისძიებების ხელშეწყობა; ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა; „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა; ნარჩენების რეციკლირების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლებისა და ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.