გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლანჩხუთში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

8-08-2022

დღეს აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ.

 

შემდეგ კი მუნიციპალიტეტის მერმა  ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე  ბესიკ ტაბიძემ  გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად,  აგვისტოს ომში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების: ემზარ წილოსანის, რუსლან წულაძის, ვასილ სმირნოვისა და გიორგი ლომაძის საფლავები გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.

 

,,-14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან.  დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი  გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გასწირეს  ქვეყნისთვის. ქედს ვიხრით  მათი ხსოვნის წინაშე. ვუსამძიმრებ ჩვენი გმირი ბიჭების ოჯახებსა და სრულიად საქართველოს "- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

 

მუნიციპალიტეტმა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს პირად ანგარიშზე ფულადი თანხა 300- 300 ლარი  დაურიცხა.