გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლატვია კვლავ იღებს გაზს რუსეთიდან

9-08-2022

ლატვიამ უარი თქვა რუსული გაზის მიწოდებაზე აპრილის დასაწყისში მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა არ შეესრულებინა მოსკოვის მოთხოვნები რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე. თუმცა, ივნისში ლატვიის გაზის გადაცემის სისტემის მთავარმა ოპერატორმა Latvijas gāze-მ განაახლა შესყიდვები. ამავდროულად, Latvijas gāze-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნედლეულის შეძენა პირდაპირ “გაზპრომიდან” არ ხდება და ტრანზაქციები ევროში ხორციელდება.


ივლისის ბოლოს რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია “გაზპრომმა” შეწყვიტა გაზის მიწოდება ლატვიისთვის “გაზის გაყვანის პირობების დარღვევის გამო”. “გაზპრომმა” არ დააკონკრეტა რა სახის დარღვევაზეა საუბარი.


14 ივლისს ლატვიის სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება, 2023 წლის 1 იანვრიდან მთლიანად აიკრძალოს ბუნებრივი აირის მიწოდება რუსეთიდან. 2021 წელს რიგამ ამ ნედლეულის დაახლოებით 90 პროცენტი რუსეთის ფედერაციიდან შეიძინა.


მოსკოვის მოთხოვნის შესაბამისად, 1 აპრილიდან “არამეგობრულმა ქვეყნებმა”, რომელთა სიაში რუსეთის ხელისუფლებამ შეიყვანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, “გაზპრომბანკის” მეშვეობით გაზის მიწოდების ანგარიშსწორება უნდა განახორციელონ ხელშეკრულების ვალუტის სავალდებულო კონვერტაციით – რუსულ რუბლებში – წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპორტი შეწყდება. პოლონეთმა, ბულგარეთმა, ფინეთმა, ნიდერლანდებმა, დანიამ უარი თქვეს ამ პირობების შესრულებაზე, რის შემდეგაც რუსეთმა შეწყვიტა გაზის მიწოდება ამ ქვეყნებისთვის.