გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი ელენე ხოშტარიაზე: პარადოქსია, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ელენე "რუბლოვი", სხვას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდეს

9-08-2022

„დღეს დილით რუსული ფულის თვლის დროს თავში მოუვიდა იდეა, ეთქვა - "ჩვენი ხელისუფლება ჩვენს მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს და ეს არის ღალატიო". მართალია, ფაქტის დამამტკიცებელი არაფერი აქვს, მთავარია ომახიანად, უჩვეულო ხრინწიანი ხმით დასჭექა და საკუთარი თანამოაზრენი დაარწმუნა“- წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ელენე ხოშტარიას განცხადების შესახებ.

 

მისი თქმით, სულ საკუთარი თავის გაცემაშია მთელი ოჯახი.


„პარადოქსია მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ელენე "რუბლოვი" სხვას ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდეს.

დღეს დილით რუსული ფულის თვლის დროს თავში მოუვიდა იდეა, ეთქვა - "ჩვენი ხელისუფლება ჩვენს მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს და ეს არის ღალატიო". მართალია ფაქტის დამამტკიცებელი არაფერი აქვს, მაგრამ ნეტა რად უნდა?! მთავარია ომახიანად, უჩვეულო ხრინწიანი ხმით დასჭექა და საკუთარი თანამოაზრენი დაარწმუნა. ისე მიკვირს, გვერდით როგორ არც ერთხელ არ აღმოაჩნდა ადამიანი, ჭკუის დამრიგებელი, რომ ეთქვა გაჩერდი, დადუმდი, რუსული ფულით არჩენ ოჯახს და სათქმელი შენ ნამდვილად არაფერი გაქვსო... "ქურდს ქუდი ეწვის" ხან პოლიტიკას, ხანაც კულტურას ამოფარებულნი სულ საკუთარი თავის გაცემაშია მთელი ოჯახი. რუსული აქცენტით ქართული პოლიტიკის კეთება არ გამოდის ელენ არა“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.