გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: რუბლის კურსის გამყარების 25-წლიანი სტაჟის მქონე ხოშტარია - ხელისუფლებას ლექციებს რომ უტარებს, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ, არ გიტყდებათ???

9-08-2022

,,მარიინსკისა და დიდი თეატრების საპატიო სტიპენდიანტი, რუსეთის საგარეო დაზვერვის დიპლომირებული სპეციალისტი, საქართველოში რუბლის კურსის გამყარების 25-წლიანი სტაჟის მქონე ხოშტარია - ხელისუფლებას ლექციებს რომ უტარებს, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ, არ გიტყდებათ???” - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ელენე ხოშტარიას განცხადებას.

 

,,მარიინსკისა და დიდი თეატრების საპატიო სტიპენდიანტი, რუსეთის საგარეო დაზვერვის დიპლომირებული სპეციალისტი, საქართველოში რუბლის კურსის გამყარების 25-წლიანი სტაჟის მქონე ხოშტარია - ხელისუფლებას ლექციებს რომ უტარებს, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ, არ გიტყდებათ???

 

ნუთუ ღირსნი ვართ, ესეც ავიტანოთ?! გამოვლენილი "რუსი აგენტების" სიებს რომ გვიფრიალებს დღეს ხოშტარია, ალბათ იმავე ფურცლიდანაა ამოკითხული, დღეს მისმა "გლავკანალმა" მერამდენედ რომ შემიყვანა მათ "საპატიო სიაში" და ხელისუფლების "აჰი" რაშია იცით? ჩემნაირებს ისევ იმ გოგაშვილებით რომ აჩერებდით თავის დროზე - "არ უჩივლო, არ შეიტანო სარჩელი" უბინძურეს ცილისწამებაზე, "არ გინდა ბრიფინგი თუ ჟურნალისტი - მთავარია, შენ ხომ იცი, რომ მართალი ხარ" - აი ესაა თქვენი და ჩემი შეცდომა! ვის ალაპარაკებთ "რუს აგენტებზე" და ვის ადებენ ხელს ეს პატრუშევის სტაჟიანი მონები???!!! რა ვირსალაძის სტიპენდია და ზურაბ წერეთლის პრემიები? მოითხოვეთ ამ რუბლის ქალის მოსკოვიდან და პიტერიდან მიღებული მთლიანი თანხების სრული კალკულაცია და მერე მიხვდებით - ვინ ვის რას აწვდის ლუბიანკაზე, ვინ რა შემოსავლებით ცხოვრობს და ვის რა დაუფასდა ამ კოლექტიურ 30 ვერცხლად!” - წერს ქართველიშვილი.