გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება

9-08-2022

კასპის მუნიციპალიტეტის ზემო ხანდაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ხანდაკში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის ცენტრალური გზის მიმდებარედ რ/ბეტონის სანიაღვრე არხი მოეწყო. 160 გრძივი მეტრის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაო შპს „მშენებლობა 2020“-მა აწარმოვა.

 

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ადმინისტრაციული ერთეულის 2 სოფელზე: ზემო ხანდაკსა და კალოუბანზე გამოყოფილია 30 000 ლარი.

 

სოფელ კალოუბანში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მოპირკეთდება სოფლის ბოლოში არსებული წყარო და მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ფანჩატური.

 

მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, სოფლის კრებებზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით მიღებული პროექტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.