გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სიღნაღში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეს თანასოფლელი მოკვლით ემუქრება

13-06-2018

ატეფ ეზატ აზიზს, იგივე ჯეფის, ნაჯახით მანქანა და სასტუმროს მიმდებარედ განთავსებული ნივთები დაუმტვრიეს.

თვადამსხმელი 40 წლამდე ასაკის მალხაზ ხმალაძეა, რომელიც მეგობრის მკვლელობაზეა ნასამართლევი და საპატიმრო ერთი წლის წინ დატოვა.


ჯეფი მეუღლესთან ერთად რამდენიმე წელია სოფელში დასახლდა, საოჯახო სასტუმრო აქვს და ღვინის ბიზნესით არის დაკავებული.


დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხმალაძე მათგან ღვინის თვითნებურად წაღებას შეეცადა და სასმელი უკან დააბრუნებინეს.


ოჯახის ინფორმაციით, ის ადგილზე ნაჯახით იყო მისული, მათ მოსაკლავად ემუქრებოდა და სახლში შეღწევას ცდილობდა.


შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით აღძრა და ხმალაძე რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლა.


პოლიციის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ოჯახი. ისინი დამნაშავის დაუყონებლივ დაკავებას ითხოვენ.


ამერიკელი შიშობს, რომ მათი დევნა გაგრძელდება და ღამის გათენება პოლიციაში მოუწევთ.

"პია"