გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპის სოფელ აღაიანამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

10-08-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ აღაიანის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 2 117 566 ლარია.

 

 

სოფელში მისასვლელი გზა ამორტიზირებულია, მხოლოდ მცირე ნაწილზე ფრაგმენტებად არის შემორჩენილი ასფალტ-ბეტონის საფარი. გადაადგილება უჭირს როგორც სატრანსპორტო საშუალებებს ასევე ქვეითად მოსიარულეებს.

 

ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა 3219 გრძივ მეტრზე.

 

პროექტი გარდამავალია, ითვალისწინებს გზის რეაბილიტაცია-მოასფალტებას და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

 

გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო გზით შეძლებს გადაადგილებას.