გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

11-08-2022

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ქართულმა კომპანიამ „ატლანტ გრუპმა“ ქალაქ ერევანში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა. პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია 10 მილიონ ლარს უტოლდება.

 

“საქართველოს ბანკთან პარტნიორობამ შესაძლებლობა მოგვცა, ბიზნესი მეტად გაგვეფართოვებინა და უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძოდ ერევანში განგვეხორციელებინა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ინვესტიციის ნაწილი ბეტონის ქარხნისა და მოძრავი ტექნიკის შესაძენად მივმართეთ. სასიამოვნოა, რომ ჩვენმა პარტნიორმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, საქართველოს ბანკმა, გამოგვიცხადა ნდობა მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელებაში“, - აცხადებს „ატლანტ გრუპის“ დამფუძნებელი, არამ სანოსიანი.

 

„მოხარული ვართ, რომ  პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ვახორციელებთ სამშენებლო პროექტებს. ერევანში, „ატლანტ გრუპის“ მიერ აშენებული მრავალფუნქციურ კომპლექსში გაერთიანებულიიქნება საცხოვრებელი ბინები, საოფისე ფართები, რესტორანი და აუზი. პროექტის ჯამური სამშენებლო ფართი 40 000 კვ.მ.-ს შეადგენს. გვინდა მივულოცოთ კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელება და ვუსურვოთ კიდევ არაერთი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა.