11-08-2022
„ყველა კარგად დაფიქრდეს, რას და რატომ აკეთებენ, ამის მაგალითად უკრაინაც გამოდგება, მისი პოლიტიკოსებს ყველაფერს აკეთებენ საქართველო-უკრაინის დასაშორებლად, თუმცა ქართველი და უკრაინელი ხალხი სხვანაირად ფიქრობს. იმედია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება, რასაც არ უნდა და როგორც არ უნდა ფიქრობდნენ ზოგიერთი უცხოელი ჩინოვნიკები თუ დიპლომატები. კითხვები ისევ არის, პასუხები?“- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას ეხმიანება.
„ძალიან მძიმე მოსასმენია ის, რასაც „ქართული ოცნებიდან“ წასული, „ხალხის ძალის“ დეპუტატების განცხადებაში წერია. არ იქნებოდა ასეთი მძიმე და საგანგაშო, საქმე რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და კერძოდ კი ელჩის, კელი დეგნანის ქმედებებსა თუ ჩანაფიქრებს არ ეხებოდეს. ჩვენს ხალხსა თუ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ის დახმარებები და თანადგომა, რაც ამ ქვეყნისაგან მიგვიღია, თუმცა უნდა აღინიშნოს არც ჩვენ დაგვიკლია გულმოდგინება თუ მეგობრობა ნებისმიერ საქმეში, სადაც პარტნიორულ თუ საერთაშორისო ინტერესებს ესაჭიროებოდა, განსაკუთრებით ერაყსა თუ ავღანეთში, სადაც სამწუხარო ფასი, როგორც დაჭრილებით, ასევე გარდაცვლილებითაც, რუსეთთან მუდმივი მტრობითა თუ ჩვენი ტერიტორიების 20 % ოკუპაციით, გადავიხადეთ. სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერც ყბადაღებული „მაპი“ მივიღეთ და ევროკავშირის კანდიდატობაზეც უარი გვითხრეს, თუმცა უკრაინას იმის გამო რუსეთთან ომშია ჩაბმული, ხოლო მოლდოვა მიუხედავად იმისა, რომ დსთ-ს წევრია იგივე ევროკავშირის კანდიდატობა მიანიჭეს. როგორც „ირკვევა,“ ჩვენი მთავარი პრობლემა ისევ და ისევ ხელისუფლებაშია, რომელსაც თავის უფროსად, არა ვიღაც ვიგინდარა ევროპარლამენტარები, არამედ ქართველი ხალხი მიაჩნია. პრობლემა ყოფილა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება არა ზელენსკიზე ლოცულობს, არამედ ქვეყნის განვითარებაზე.
თურმე, არ მოსწონთ პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არაფრის ფასად არც ხელისუფლებაში ბრუნდება და უფრო მეტიც, მილიონების საფასურად საქართველოში მშვიდობასა და სტაბილურობას არ თმობს! რატომ ხდება, რომ ელჩი დეგნანი უარყოფს ივანიშვილთან შეხვედრას და აღმოჩნდება, რომ შეხვედრა შედგა, არ ემიჯნება და არ გმობს-ბაკურიანის, აკერმანის შეთქმულების შეხვედრას, ტექნიკური მთავრობის შექმნის არაკონსტიტუციურ იდეას, მხარს უჭერს გიგაური-ლომჯარიას არასამთავრობოებს, რომლებიც ხელისუფლების წალეკვით იმუქრებიან, კითხვებზე პასუხს არ სცემს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წევრებს, მას ქართველი მოსამართლე სასამართლოში ჩარევას აბრალებს და პასუხები ისევ არ არის?
ქალბატონი დეგნანი უარყოფს მეორე ფრონტის გახსნის ვინმეზე დაძალებას თუ შემოთავაზებას, მაგრამ არც გმობს და არც ემიჯნება დანილოვის, პოდოლიაკის, არახამიას, მარგველაშვილის, უსუფაშვილის, გიგაურის, ლომჯარიას, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას, გოგოტიშვილის განცხადებებს საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმასთან თუ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით? დავიჯერო არ სმენია, არ იცის, არ გაუგია?
წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, ადრეც ვამბობდი და სამწუხაროდ გამეორებაც მიწევს, კითხვებზე პასუხის არ გაცემა და იგნორის ტაქტიკის არჩევა კარგს არაფერს მოიტანს, მინიმუმ კითხვების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო თვითონ ქალბატონი ელჩი ჩვენთვის არამეგობარ პიროვნებათა სახელს დაიმსახურებს. ჩვენს ხალხს სამწუხარო ისტორიული გამოცდილებებიც გაგვაჩნია, მაგრამ საინტერესოა, თუ რის საფასურად უღირს ქალბატონ დეგნანს წლობით ნაშენებ ქართულ-ამერიკულ მეგობრობის ხიდში საეჭვო ბზარების გაჩენა? სხვათა შორის თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც შეიცვლება მალე ხელისუფლება, სხვა ძალები მოვლენ და პირველი თუ არა მეორე, რასაც ახალი ადმინისტრაცია მოიმოქმედებს, ელჩის დიპლომატიური კარიერის დასრულება იქნება! მიზეზი გაინტერესებთ? თუკი ქალბატონი დეგნანი ზედა ეშელონების თანხმობით მოქმედებდა-მან ვერ გაართვა თავი ამოცანას ვინაიდან მოკავშირედ ხალხში უკიდურესად არაპოპულარული, ურეიტინგო და ქვეყნის კონსტიტუციის მოწინააღმდეგ პოლიტიკოსები და არასამთავრობოები გაიხადა და მეორეც, თუკი თავის ქმედებებს ან პირადი შეხედულებებით, ან ცალკეულ ჯგუფთან შეთანხმებით ასრულებდა, მაშინ მას ახალ ადმინისტრაციაში თავზე ხელს არავინ არ გადაუსვამს! ყველა კარგად დაფიქრდეს რას და რატომ აკეთებენ, ამის მაგალითად უკრაინაც გამოდგება, მისი პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ საქართველო-უკრაინის დასაშორებლად, თუმცა ქართველი და უკრაინელი ხალხი სხვანაირად ფიქრობს. იმედია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება, რასაც არ უნდა და როგორც არ უნდა ფიქრობდნენ ზოგიერთი უცხოელი ჩინოვნიკები თუ დიპლომატები. კითხვები ისევ არის, პასუხები?“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.