გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა: ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, არ მახსენდება; თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ

11-08-2022

„ვერ ერევიან დღევანდელ საქართველოს, რადგან მის სათავეში ხელისუფლებაში არმყოფი, დიდი ავტორიტეტით და ხალხის ნდობით აღჭურვილი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც ვერაფრით შეაშინეს, ვერც სანქციებით და ვერც ქვეყნიდან გაძევებით. ახლა ჯერი საზოგადოებაზეა, დავდგეთ მყარად და კიდევ უფრო გვერდში დავუდგეთ ხელისუფლებას, რომელიც გაგვიყვანს სამშვიდობოს“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას.

 

„ასეთი ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, მე არ მახსენდება! თურმე 3 წელი როგორი ზეწოლის ქვეშ ყოფილან, რას უძლებდნენ, დანის წვერზე გვატარებდნენ და ყველა ჯერზე იგებდნენ. მოიგეს სააკაშვილის შემოსვლა, მოიგეს გახარია, მოიგეს 75 მილიონი კრედიტის საქმე, მოიგეს სალომე ზურაბიშვილი, რომელი ერთი ჩამოვთვალო.

 

ვერ ერევიან ვერა დღევანდელ საქართველოს, რადგან მის სათავეში ხელისუფლებაში არმყოფი, დიდი ავტორიტეტით და ხალხის ნდობით აღჭურვილი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი დგას, კაცი რომელიც ვერაფრით შეაშინეს, ვერც სანქციებით და ვერც ქვეყნიდან გაძევებით. მოხარული ვარ, რომ გაცხადდა სიმართლე, ახლა ჯერი ჩვენზეა ანუ საზოგადოებაზე, უნდა დავდგეთ მყარად და კიდევ უფრო გვერდში დავუდგეთ ხელისუფლებას, რომელიც გაგვიყვანს სამშვიდობოს“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.