გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვატო შაქარიშვილი: რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი ამერიკის საელჩოს მიერ არის კოორდინირებული

11-08-2022

მოძრაობა ,,აი იას’’ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ,,ხალხის ძალის’’ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ თუ ამერიკის ელჩი არ ემიჯნება რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მოვლენებს ეს აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ საელჩო ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს.

 

,,როდესაც ამერიკის ელჩი არ ემიჯნება მოსამართლეზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, არ ემიჯნება ბაკურიანის შეკრებასა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, არ ემიჯნება ომის რიტორიკას და მალავს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ, ეს ამყარებს ადამიანების რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის - „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული,’’- წერს შაქარიშვილი facebook-ზე.