გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლანჩხუთში შინდისის ბრძოლის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

12-08-2022

ლანჩხუთის   მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს დეპუტატებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

 

სოფელ შინდისში დაღუპული მებრძოლებისთვის მოსახსენებელი პარაკლისი გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა. მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ.

 

შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა. მათ შორის,  ორი ლანჩხუთიდან იყო,  ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე.