პარასკევი, ივნისი 27, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
რუსთავის ამერიკულ კუთხეს 10 წელი შეუსრულდა

14-06-2018

რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებული„ამერიკული კუთხის“ დაარსებიდან 10 წელი შესრულდა. დღეს შარტავას გამზირზე საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, იუბილეს პირადად დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი. ღონისძიების ფარგლებში, „ამერიკული კუთხის“ მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მეუღლესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ნინო ქავთარაძე და დავით რეხვიაშვილი, საკრებულოს წევრები, რუსთავის ამერიკული კუთხის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, „ამერიკულ კუთხეს“ დაარსებიდან 10 წლისთავი მიულოცეს და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებში წარმატებები უსურვეს. 
დღესვე, სტუმრებმა რუსთავის განახლებული „ამერიკული კუთხეც“ დაათვალიერეს. ,,ამერიკული კუთხე“ საქართველოსა და შეერთებული შტატების ერთობლივი პროექტია, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ის უკვე 10 წელია რაც ფუნქციონირებს და ამ ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.