გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დედოფლისწყაროში, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

12-08-2022

სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში კომპანიამ ,,ეკო ვილაჯიო“ ტურისტული სივრცე მოაწყო. სასტუმრო 10 ხის კოტეჯს აერთიანებს, რომელთა  მოწყობისათვის  ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა  225,000 ლარზე მეტი, მათ შორის  სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 170,000 ლარია. სასტუმროში დასაქმებული 13 ადგილობრივია.


პროგრამის მხარდაჭერით ახლადგახსნილი სასტუმრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში მენეჯერმა ნოდარ კერესელიძემ, და სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო - საინვესტიციო სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა  დავით დეკანოიძემ დაათვალიერეს.


სოფლის განვითარების პროგრამით დაფინანსებულია 76 პროექტი, 10,9 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულებით, მათ შორის თანადაფინანსება 7.6 მილიონ ლარს აღემატება.


„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.


 „სოფლის განვითარების პროგრამას“  სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.