12-08-2022
ქედის მუნიციპალიტეტის, მერისის (აკავრეთას) ხეობაში, კერძოდ სოფელ ნამონასტრევში განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს. (ექსპედიციის ხელმძღვანელი ნარგიზ სურმანიძე)
გასულ წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლინდა დარბაზული ტიპის ნაეკლესიარი. (ქვევრის, კეცის, ქოთნის და დოქის ნატეხები და თითქმის მთლიანად დაცული თიხის სასანთლე)
ამ ეტაპზე კვლევები წარმოებს ნაეკლესიარის აღმოსავლეთ და სამხრეთ მონაკვეთში. გამოიკვეთა კლდოვანი მასივი, რაც ამ მონაკვეთში სავარაუდოდ სამარხების არსებობას გამორიცხავს. პარალელურად მიმდინარეობს ნაეკლესიარის მიმდებარე ტერიტორიების დაზვერვები.