გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ცხინვალში მოსახლეობამ სატვირთო მანქანებით გზა გადაკეტა

14-06-2018

ქალაქ ცხინვალში, სატვირთო ავტომანქანებით, მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ოსურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრებლები საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ: ,,არ არის წყალი, არ არის კანალიზაცია, არ არის გაზი. განცხადებით არაერთხელ მივმართეთ მთავრობას,” – განუცხადეს ადგილობრივებმა ცხინვალელ ჟურნალისტებს.

მათი თქმით, პრობლემას ქმნის ქალაქის ნაგავსაყრელები, რომელიც დასახლების სიახლოვეს მდებარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გზა, რომელიც გადაკეტეს, სოფელ ხეითს უკავშირდება. პროტესტი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

droa.ge