გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გია აბაშიძე: უსამშობლონი სწორედ "ნაცები" არიან, 2008-ში უგუნურობით შემოუძღვნენ რუს ოკუპანტებს საქართველოში და შემდეგ პასუხისმგებლობა ცხინვალის დაბომბვაზე ევროპის საბჭოს რეზოლუციაში თბილისს ააღებინეს

12-08-2022

უსამშობლონი სწორედ "ნაცები" არიან, რომლებისთვისაც დაკარგული სოფლები მხოლოდ ქვების გროვაა, ბრძოლის ველზე მიტოვებული გმირი ჯარისკაცები და მათი ცხედრები არაფერს ნიშნავს, ათასობით ჩვენს თანამემამულეთა დატერორება, წამება და ღირსების აყრა უმნიშვნელო შეცდომაა - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნიკა მელიას facebook სტატუსს.


მისი თქმით, 2008-ში, უგუნურობით შემოუძღვნენ რუს ოკუპანტებს საქართველოში და შემდეგ პასუხისმგებლობა ცხინვალის დაბომბვაზე ევროპის საბჭოს რეზოლუციაში თბილისს ააღებინეს.


„ გაღმა შეედავე და გამოღმა ვეღარ შეგრჩებაო, ეს ომისა და ღალატის პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას" ეხება. უსამშობლონი სწორედ "ნაცები" არიან, რომლებისთვისაც: - 2008-ში, უგუნურობით შემოუძღვნენ რუს ოკუპანტებს საქართველოში და შემდეგ პასუხისმგებლობა ცხინვალის დაბომბვაზე ევროპის საბჭოს რეზოლუციაში თბილისს ააღებინეს; - დაკარგული სოფლები მხოლოდ ქვების გროვაა; - ბრძოლის ველზე მიტოვებული გმირი ჯარისკაცები და მათი ცხედრები არაფერს ნიშნავს; - ათასობით ჩვენს თანამემამულეთა დატერორება, წამება და ღირსების აყრა უმნიშვნელო შეცდომაა; - ხელისუფლებაში მობრუნება ნებისმიერ ფასად, მათ შორის ქვეყნის არევით და ომის გაჩაღებით.


რეალობა კი ისაა, რომ ავთენტიკური უსამშობლოები თავად ნაცრეჟიმის ექს-ჩინოსნები არიან. მათთვის სამშობლო კი არაა მთავარი, არამედ სამთავრობო ადგილების მოპოვება და ფუფუნებაში ცხოვრება თანამოქალაქეთა ჩაგვრის გზით. ვეღარ მოესწრებიან, რაც არ უნდა რესურსები აამოქმედონ, მათ შორის უცხოეთიდან“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.