გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი მელიაზე: სამშობლოსა და მოქალაქეობაზე შენმა ბელადმა თქვა უარი - იმ ბელადმა, დღეს საქართველოს შესახებ გაგონებაც რომ აღარ უნდა

12-08-2022

,,ნიკანორ, შენი შეკითხვა შემხვდა ფბ-ს სივრცეში: "რატომ ვეძახით უსამშობლოებს?" - მეგონა შენს პარტიაზე იყო დასმული, თურმე ოცნებას ეხებოდა. მივხვდი, რომ მერამდენედ აგეწვა ეს თემა, რამეთუ ამ კომპლექსების რეციდივის უტყუარი ნიშანია, ის 180-გრადუსიანი რეალობის გამრუდება, როდესაც ისეთ პოზიციებში გადადიხართ შეტევაზე, რომლებიც იმდენად ღრმად გაქვთ...რომ ამოღებას აღარ ექვემდებარება. შენი ყოფილი ლექტორის სტატუსით, ვეცდები აგიხსნა - თუმცა, წინასწარ ვიცი, რომ უშედეგოდ,’’- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას facebook სტატუს და მას საკუთარი არგუმენტებით პასუხობს.


როგორც ქართველიშვილი წერს, სამშობლოზე უარი 2008 წლის 5-დან 13 აგვისტომდე სწორედ ნიკა მელიას მეგობრებმა თქვეს, წითელ ხიდსა და თბილისის აეროპორტში.


,,ნიკანორ, შენი შეკითხვა შემხვდა ფბ-ს სივრცეში: "რატომ ვეძახით უსამშობლოებს?" - მეგონა შენს პარტიაზე იყო დასმული, თურმე ოცნებას ეხებოდა. მივხვდი, რომ მერამდენედ აგეწვა ეს თემა, რამეთუ ამ კომპლექსების რეციდივის უტყუარი ნიშანია, ის 180-გრადუსიანი რეალობის გამრუდება, როდესაც ისეთ პოზიციებში გადადიხართ შეტევაზე, რომლებიც იმდენად ღრმად გაქვთ...რომ ამოღებას აღარ ექვემდებარება. შენი ყოფილი ლექტორის სტატუსით, ვეცდები აგიხსნა - თუმცა, წინასწარ ვიცი, რომ უშედეგოდ... ოცნებამ "უარი თქვა სამშობლოზე" - პასუხი არასწორია. სამშობლოზე უარი 2008 წლის 5-დან 13 აგვისტომდე შენმა მეგობრებმა თქვეს, წითელ ხიდსა და თბილისის აეროპორტში. სიას თუ გინდა პირადში გამოგიგზავნი. სამშობლოსა და მოქალაქეობაზე შენმა ბელადმა თქვა უარი - იმ ბელადმა, დღეს საქართველოს შესახებ გაგონებაც რომ აღარ უნდა "კოლაბორაციაში შევიდნენ ოკუპანტთან" - დაჯექი მელია, ორიანი.


კოლაბორაციაში ოკუპანტთან თქვენი ყოფილი გუბერნატორი გოროზია შევიდა, გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი. კოლაბორაცია ჰქვია КГБ-ს გენერლის ლევონ სტეფანიანის დაქვემდებარებაში ალეკო ხეთაგურის მამის და გიგა ბოკერიას სიდედრის სამუშაოდ მოწყობა. კოლაბორაცია ჰქვია - საქართველოს სტრატეგიული წიაღისეული, სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტების გადაცემა ოკუპანტისთვის ერთი თავდაცვითი გასროლის გარეშე. ხოლო ცინიზმი და ღალატი ჰქვია 9 აპრილს რუსი ტურისტების ლარსზე ღვინით გამასპინძლება, რაც შენმა უსამშობლო ბელადმა გვაკადრა 2012 წელს "პუტინის მეზარბაზნეები კი არ არიან, თავად არიან პუტინის ზარბაზნები" - არა მხოლოდ ორიანი, მელიავ - მშობელთან ერთად მოხვალ. ოღონდ ზეპირად მომიყვებით თქვენი ბელადის თითოეულ სახოტბე ციტატას პუტინის მისამართით და ამას მოაყოლებთ სიას, რა ოდენობის საჩუქრები გადაეცით პუტინს თქვენთვის ესოდენ უცხო და ამოუცნობი სამშობლოს სხეულიდან "ოცნება უსამართლოა" - ნაცების სამართალში ორიანსაც ვერ გიწერ ნიკანორ.


გაგაგდებდი უშიშროების აკადემიიდან, მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებ. პატრუშევისა და პუტინის დავალებით თქვენ ეს აკადემია დახურეთ, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროს მოუსპეთ სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი და ბევრი სხვა, თქვენთვის და პუტინისთვის საშიში და უხერხული მიმართულებები. რამეთუ აგვისტოსთვის ემზადებოდით ტანდემში - პუტინისთვის საქართველოს ტერიტორიები და მისი ეკონომიკა უნდა ჩაგებარებინათ, ხოლო თქვენ ამ ომით, კეზერას მიერ იარაღის უკანონო გაყიდვებით ნაშოვნი მილიარდები უნდა ჩამოგეწერათ და გაგეთეთრებინათ. "ასე მოქცევას წინ უსწრებს სამშობლოზე უარის თქმა. ამდენად ვინც ასე იქცევა უკვე უსამშობლოა" - ეს გრამატიკულად და შინაარსობრივად გამართული წინადადება შენ კვლავ ოცნებას გინდა მიაკერო. შანსი გაქვს ჩემი "რკინაბეტონის" არგუმენტების წინაშე, შენივე დაწერილი ეს წინადადება საკუთარ პარტიაზე გაავრცელო. ამ შემთხვევაში - ჩვეულებისამებრ, სამიანს მაინც დაგიწერდი,’’- წერს ქართველიშვილი.