გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შეხვედრა ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან თიბისი კონცეპტში

12-08-2022

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ამერიკელ ფოტოდოკუმენტალისტ ჯონ სტენმეიერთან საჯარო შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრა მარჯანიშვილის 7 ნომერში, 15 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება.


შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოისმინოს ჯონ სტენმეიერის მიერ დაგროვილ გამოცდილებაზე, რომელიც მან ნამუშევრების შექმნის პროცესში შეიძინა. ასევე, ფოტოდოკუმენტალისტი მსმენელს მოუთხრობს თავის შემოქმედებაზე.  ჯონ სტენმეიერი ამერიკელი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოსააგენტო „VII" თანადამფუძნებელია. 15 წლის მანძილზე იგი ექსკლუზიურად თანამშრომლობდა National Geographic-თან, რა დროის მანძილზეც მან 19 განსხვავებულ ფოტოპროექტზე იმუშავა.


როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი, თიბისი კონცეპტის სივრცე მუდმივად მასპინძლობს ცნობილ თუ დამწყებ ხელოვანებთან შეხვედრებს. თიბისი  არსებობის 30 წლის მანძილზე, არაერთი პროექტის ავტორი, დამფინანსებელი და მხარდამჭერი გახდა, რომელთა მეშვეობითაც ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების პოპულარიზაციას ეწყობა ხელი. ხელოვანებთან შეხვედრები კი, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

https://www.facebook.com/events/5537541656296426/?ref=newsfeed