გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და რთველის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

13-08-2022

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და 2022 წლის რთველის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობის მიერ ყველა საჭირო გადაწყვეტილება იქნება მიღებული და რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები.


„შეხვედრაზე განვიხილეთ რთველთან დაკავშირებული გამოწვევები. ჩვენი მთავარი მიზანია, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების უწყვეტობა, სტაბილური განვითარების დინამიკა შევინარჩუნოთ. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის კუთხით სახელმწიფოს აქვს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც, არაერთი ხელშემწყობი პროექტი ხორციელდება, როგორც ფინანსური, ისე მარკეტინგის მიმართულებით მხარდაჭერისთვის. წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, რთველის პროცესი შეუფერხებლად და წარმატებით უნდა ჩატარდეს. ყველა მევენახე ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც რეგიონში არსებულმა რთულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დარგს შეუქმნა, ვფიქრობ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით, პოზიტიური შედეგების მიღწევას მალე შევძლებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, მიმდინარე წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდე აღწევს. ყურძნის მიღება-გადამუშავებას 300-მდე ღვინის კომპანია განახორციელებს და არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.


უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული ღვინის ხარისხსა და მისი კონტროლის მექანიზმებს. აღინიშნა, რომ ვენახების კადასტრის არსებობა, რთველის პროცესში გამართული აღრიცხვიანობა და სხვა მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფომ შეიმუშავა, ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.


გასული წლების მსგავსად, რთველი 2022-ის ფარგლებშიც ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აგვისტოს ბოლოს, ქალაქ თელავში გაიხსნება და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.