გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მასშტაბურად აღინიშნა

13-08-2022

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა ახალციხეში.


ახალციხის ციხის ციტადელზე, ახალგაზრული ფორუმი გაიმართა, სადაც მონაწილეებმა  არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს,ასევე დიალოგი გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალქო სექტორის წარმომადგენლებთან.


ფორუმს შეუერთდა კომპანია Body Shop, მათ ახალგზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს საგრანტო კონკურსთან დაკავშიდებით.


ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო საგამოფენო ინსტალაცია: “ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, რომელზეც წარმოდგენილი იყო 12 აქტიური ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ფოტოების ავტორი დინა ოგანოვაა, ხოლო ილუსტრაციები თათია ნადარეიშვილმა შექმნა. გარდა ამისა, ახალგაზრდები გაეცნენ ახალგაზრული საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ წარმოდგენილ გამოფენას, ჩაერთნენ სამაგიდო თამაშებში და მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტელექტუალურ თამაშში „წიგნების თარო“.


ღონისძიებას ესწრბოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლები. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და ეს დღე მიულოცეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.


დღის  ყველაზე ფერადი და შთამბეჭდავი ნაწილი იყო ფერების ფესტივალი, რომელიც გალაკონცერტითა და ელექტრონული კონცერტით გაგრძელდა.

ახალციხელი ახალგაზრდებისა და ქალაქის სტუმრების განწყობაზე და დროის სასიამოვნოდ გატარებაზე მებო ნუცუბიძემ, მასტერმა, ნათია დუმბაძემ და DJ ნატუკა ფოფხაძე მიზრუნეს.


ფესტივალი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება.